სასტუმრო "მუზეუმი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მიმღების ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
აუცილებელი მოთხოვნები მიმღების ადმინისტრატორის პოზიციაზე:
** სასურველია, პროგრამა Fidelio-ს ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
მოვალეობები:
** სტუმრების მიღება და განთავსება;
** ჯავშნების მიღება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** მენეჯმენტის დავალებების შესრულება;
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;
** სასტუმროს შიდა ინფორმაციული პროგრამების განახლება და მონიტორინგი;
ანაზღაურება: 900 (ცხრაასი) ლარი (net)
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ელ.ფოსტაზე: hr@museumhotel.ge, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება.