jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: წარმოების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: თურსა
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. ბათუმი, აღმაშენებლის N13 ბ

ძირითადი მოვალეობები:

** რეცეპტების მიხედვით კალკულაციების გაკეთება;
** პროგრამის დახმარებით ნედლეულის მზა პროდუქციად გარდაქმნა;
** გარდაქმნილი პროდუქციის ნაშთებისა და მარაგების კონტროლი;
** აპექსისა და rs.ის შესაბამისობის კონტროლი;
** ბუღალტერიის მიერ მოთხოვნილი საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება;
** პროგრამის დახმარებით სხვადასხვა რეპორტების ამოღება და მათი ანალიზი;
** შეასრულოს დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებები;
** ობიექტის ხარისხის კონტროლი, მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია აპექსის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის და Excel-ის პრაქტიკული ცოდნა;
** თანამშრომელს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, შრომისმოყვარეობა, შედეგზე ორიენტირებული, დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი.
** წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა).

სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო გრაფიკი

გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ, კომპანია იღებს ვალდებულებას, დააზღვიოს თანამშრომელი.

მოთხოვნები:

** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოწესრიგებულობა და არსებული სტანდარტების დაცვის უნარი;
** სასურველია მსგავსი სამუშაო გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: tursahr@gmail.com.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - "წარმოების ხელმძღვანელი"

კომპანიის შესახებ:

შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |