jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ხარჯების კონტროლიორი
მომწოდებელი: Best Western Plus Batumi
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

საერთაშორისო სასტუმროთა ქსელი "Best Western Plus Batumi / ბესტ უესტერნ პლას ბათუმი", აცხადებს ვაკანსიას ხარჯების კონტროლიორის პოზიციაზე.

გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი)
ლოკაცია: ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N13ბ

ძირითადი მოვალეობები:

** კვებისა და სასმელების დეპარტამენტის ხარჯებისა და ინვოისების მონიტორინგი;
** ხარჯთაღრიცხვის მართვა და კონტროლი;
** ფასდაკლებების, გაუქმებისა და კორექტირებების ყოველდღიური კონტროლი;
** დეპარტამენტებს შორის კვებისა და სასმელების ტრანსფერების მონიტორინგი;
** ხარჯების მოცულობის მართვა და კონტროლი;
** მინიმალური და მაქსიმალური ნაშთის კონტროლი;
** სასმელებისა და საკვების ფასების კონტროლი საბაზრო მოთხოვნის შესაბამისად;
** დოკუმენტაციის სწორად შევსება და დაარქივება;
** თვის დახურვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** თვის რეპორტის მომზადება და მისი ანალიზი;
** შერჩევითი შემოწმება და თვის ინვენტარიზაციის პროცესის მართვა/კონტროლი;
** ინვენტარიზაციის სხვაობის (ზედმეტობა/დანაკლისი) შესაბამის დეპარტამენტთან ანალიზი;

მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

საჭირო უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას;
** კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bwplusbatumi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ხარჯების კონტროლიორი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების გადახედვის შემდგომ.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |