"Coinmania.ge" წარმოადგენს ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერს, რომელიც 2017 წლიდან ფუნქციონირებს და არის ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული.
პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს კრიპტო აქტივის ყიდვა-გაყიდვის, შენახვისა და გადარიცხვის სერვისებს.
"კოინმანიას" გუნდში გვაქვს იურისტის ვაკანსია.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა, სამართლებრივი ექსპერტიზა
** სასამართლო სახელმწიფო ორგანოებთან და მესამე პირებთან წარმომადგენლობა სამართლებრივ საკითხებში
** სალიცენზიო საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა
** ზემო აღნიშნული საქმიანობა თავის თავში მოიცავს, მმართველობითი, სახელშეკრულებო და სარეკორესპონდეციო დოკუმენტაციის მომზადებას, მომზადებული დოკუმენტების ექსპერტიზას.
** მესამე პირებთან სახელმწიფო და საზედამხედველო ორგანოებთან მოლაპარაკებების სამართლებრივ მხარდაჭერას, დაოქმებას და სამართლებრივ ანალიზს.
** სადავო საკითხების წარმოებას და განხილვას.
როგორც იურისტისგან, თქვენგან გვჭირდება:
** უმაღლესი იურიდიული განათლება
** იურისტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ინგლისურის ენის მინიმუმ B2 დონე
** ადვოკატის მოქმედი ლიცენზია
სასურველია, აპლიკანტს ჰქონდეს იურისტად მუშაობის გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტში (პსპ, მიკროსაფინანსო ან საბანკო დაწესებულებებში)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)
მდებარეობა: ქ. თბილისი
დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, კვება, ფიტპასი, სასურველი მიმართულებით ტრენინგების დაფინანსება წელიწადში 1500 ლარის ფარგლებში, მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროგრამა.
თუ დაინტერესდებით, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 15 აპრილამდე ელ.ფოსტაზე gvantsa@coinmania.ge
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.