jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი ქოლ-ცენტრში
მომწოდებელი: მადარტ დელივერი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს ყველაზე ხარისხიან და გემრიელ ტკბილეულსა და ცხობის პროდუქციას სთავაზობს.

"მადარტ დელივერი" "მადარტის" შვილობილი კომპანიაა, რომელიც ჩვენი მომხმარებლისთვის ყველაზე გემრიელი და ტკბილი პროდუქციის, ყველაზე სწრაფად და ხარისხიანად მიტანას უზრუნველყოფს. ჩვენი მიზანი, უსაფრთხო და დროული მიწოდების გარდა, მომხმარებლისთვის გემრიელი და პოზიტიური განწყობის შექმნაა.

კომპანია "მადარტ დელივერი" სამუშაოდ გიწვევთ ქოლ-ცენტრში გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქუჩა
** ანაზღაურება: 1500₾ (*საწყისი 3 თვე ფიქსირებული ანაზღაურება - 1500₾, 3 თვის შემდეგ აქტიურდება საბონუსე სისტემა)
** სამუშაო გრაფიკი: სრული, მცოცავი - კვირაში 5 დღე (*გაყიდვების სპეციალისტი მუშაობს 8 საათიანი სამუშაო განრიგით + 1 საათი შესვენება, სამუშაო საათები და დღეები მცოცავია ორშაბათიდან კვირის ჩათვლით, 08:30დან 21:00 საათის მონაკვეთში)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა როგორც სატელეფონო ზარის, ისე ონლაინ საკომუნიკაციო არხების მეშვეობით;
** შეკვეთის მიღება მომხმარებლისგან და მისი სრულყოფილად ინფორმირება;
** გაყიდვების სტიმულირება;
** მიღებული შეკვეთების მუდმივი კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენები (ინგლისური, რუსული) - B1 დონე.

შერჩევის პროცესი:

** I ეტაპი - ელ. ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლ-ცენტრისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა;
** II ეტაპი - გასაუბრება HR-თან და ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელთან.

დაგვიმეგობრდი სოციალურ ქსელებში:

** Facebook (მთავარი გვერდი): https://www.facebook.com/madartgeorgia
** Facebook (კარიერის გვერდი): https://www.facebook.com/madartcareer
** Instagram: https://www.instagram.com/madart_madart/
** Tik Tok: https://www.tiktok.com/@madartbakery?_t=8gmNhWXbggl&_r=1
** Linkedin: https://www.linkedin.com/company/42162771/admin/feed/posts/
** ვებ გვერდი: https://madart.ge/

რეზიუმეს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტ დელივერიმ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები რეზიუმეს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში, დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@mdelivery.ge.

კანდიდატებს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, უკუკავშირი დაუბრუნდებათ გასაუბრებიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში, სატელეფონო ზარის, სატელეფონო შეტყობინების ან ელ. ფოსტის მეშვეობით.

მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება): vacancy@mdelivery.ge.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |