"Mata Fitness"-ი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე!
მდებარეობა: ქ. თბილისი (მოსკოვის გამზირის ფილიალი)
სამუშაო გრაფიკი: 3 დღე
ხუთშაბათი 15:00-22:00, შაბათი 15:00-22:00, კვირა 08:00-15:00
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლების მიღება/დახვედრა
** მომხმარებლების დეტალური კონსულტაცია, მომსახურებებისა და პროდუქციის შესახებ
** მომხმარებლების რეგისტრაცია
** მომხმარებელთან ანგარიშსწორება, სალარო აპარატთან/ტერმინალთან მუშაობა
** სატელეფონო ზარების პასუხი
** სოციალურ ქსელში შემოსულ შეტყობინებებზე პასუხი.
** სპორტული საკვები დანამატების რეალიზაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
** სალაროსთან სამუშაო გამოცდილება.
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** გამართულად წერის უნარი
პოზიციისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** ყურადღებიანი
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სხარტი აზროვნების უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის გამართული კულტურა
** გუნდური მუშაობის უნარი
** უკუკავშირისთვის ღიაობა
გახდი ჩვენი გუნდის წევრი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hrmatafitness@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ - "ადმინისტრატორი".