შპს "მეტროლოგი" აცხადებს კონკურსს თანამშრომლის ვაკანსიაზე.
სამუშაო: სრული განაკვეთი, 09:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი 191. პერიოდული მივლინებებით შესასრულებელი ხელშეკრულებების მიხედვით.
თანამშრომლის მიმართ მოთხოვნები:
** განათლება - სასურველია ტექნიკური განხრით;
** მუშაობის გამოცდილება - სასურველია გაზომვის საშუალებებთან, მოწყობილობებთან, ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილების არსებობა.
პირადი თვისებები:
** კომუნიკაბელური; უკონფლიქტო; განვითარებაზე ორიენტირებული; წესრიგის მოყვარული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით; გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები: კომპანიის ლაბორატორიაში და დამკვეთის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა სახის გაზომვის საშუალებების (მათ შორის მექანიკური, ელექტროტექნიკური და სხვა სახის ხელსაწყოების) შემოწმება/დაკალიბრება არსებული პროცედურების მიხედვით. შესაბამისი ჩანაწერების წარმოება, კომპიუტერის საშუალებით დადგენილი ფორმის დოკუმენტების აწყობა. სხვადასხვა ენაზე არსებული ტექნიკური სახის ლიტერატურასთან მუშაობა. ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება შესასრულებელი საქმიანობის შესწავლა.
მართვის მოწმობა - გთხოვთ, მიუთითოთ გაქვთ თუ არა მსუბუქი ა/მანქანის მართვის მოწმობა. ასევე, რა ენებს ფლობთ და რა დონეზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: nmachitidze@yahoo.com
გთხოვთ, დროულად გამოაგზავნოთ თქვენი CV, ვინაიდან კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს შემოსული განაცხადების მიხედვით..