შპს აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციულ სამსახურში ცხადდება ვაკანსია საორგანიზაციო განყოფილების კანცელარიის სექტორის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-18:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის სახელზე შემოსული და გასული კორესპონდენციისა და ოფიციალური დოკუმენტაციის ადმინისტრირების პროცესის მართვა;
** დოკუმენტაციის მიღება, შენახვა, აღრიცხვა, შესაბამის პირთათვის გაცნობა/გადაცემა, გაგზავნა;
** მოქალაქის მიერ განცხადების დაწერის პროცესის მართვა;
** განყოფილების ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების/ფინანსების/სოციალური მეცნიერების ან მომიჯნავე სფეროს მიმართულებით;
** გამოცდილება საქმისწარმოების, დოკუმენტბრუნვის საკითხებში;
** საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონულ მისამართზე hr@gudushauri.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.