jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სტაჟირება HR დეპარტამენტში
მომწოდებელი: თეგეტა ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 29 მარტი / განცხადების ვადა: 28 აპრილი

ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგი აცხადებს სტაჟირებას HR დეპარტამენტში.

თეგეტა ჰოლდინგის სტაჟირების პროგრამა საშუალებას მისცემს ყველა დაინტერესებულ კანდიდატს, გაეცნონ საავტომობილო სფეროს ლიდერი კომპანიის სამუშაოს სპეციფიკას, მოსინჯონ საკუთარი ძალები სხვადასხვა მიმართულებით და გახდნენ წარმატებული გუნდის წევრები.

** სტაჟირება ანაზღაურებადია;
** გრაფიკი - მოქნილი;
** ხანგრძლივობა - 6 თვე.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს:

** რომელიც არის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი;
** შეუძლია ანალიტიკური აზროვნება;
** რომელსაც აქვს საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აქვს არგუმენტაციის კარგი უნარი;
** ეხერხება საქმის ორგანიზება და გეგმის შედგენა;
** არის დეტალებზე ორიენტირებული;
** კარგად უძღვება პრეზენტაციას;
** აქვს ადაპტაციის კარგი უნარი.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1734



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |