"ნავნე" არის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი. კომპანია 17 წელია ოპერირებს ბაზარზე და ფლობს 23 მაღაზიას (1 აუთლეტ მოლს) მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები, ასევე NAVNE HOME - სადაც სახლისათვის ყველა საჭირო ნივთია წარმოდგენილი.
კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთელი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მიერ მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობა;
** ქსელის უზრუნველყოფა სარეკლამო pos მასალებით და მარკეტინგული სტანდარტების კონტროლი ფილიალებში;
** ქსელში არსებული სარეკლამო pos მასალების დიზაინზე მუშაობა;
** მარკეტინგულ სააგენტოებთან აქტიური კომუნიკაცია;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სამუშაო პროცესში წარმოშობილი სხვა დავალებების შესრულება. ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის, ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების, PR- ის ან მომიჯნავე მიმართულებით
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
პიროვნული თვისებები და უნარები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.