jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: აზროვნების აკადემია
გამოქვეყნდა: 29 მარტი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

"აზროვნების აკადემია" არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.

აზროვნების აკადემიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://azraki.ge/

"აზროვნების აკადემია" აცხადებს კონკურსს გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიისთვის საჭირო მარკეტინგული მასალის დიზაინი (სოციალური მედიის პოსტები, ბანერები, ბროშურები, პლაკატები და სხვა).
** ციფრული და საბეჭდი მასალების შექმნა და დამუშავება.
** კომპანიის ბრენდის იდენტობის შესაბამისად დიზაინის შექმნა.
** ფერების, ტიპოგრაფიკის და კომპოზიციის გამოყენება ბრენდის სახელმძღვანელოს მიხედვით.
** ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობა და ვადების დაცვა.
** გუნდის წევრებთან და მენეჯმენტთან კომუნიკაცია დიზაინის მოთხოვნებზე და მათი ადაპტაცია საჭიროებების შესაბამისად.
** სხვადასხვა პლატფორმისთვის (სოციალური მედია, ვებსაიტები, პრეზენტაციები) შესაბამისი მასალის ადაპტაცია.
** კრეატიული და ინოვაციური კონცეფციების შექმნა და განხორციელება.
** პარტნიორებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობა:
** პრინტ-სტუდიებთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია საბეჭდი მასალების წარმოებისთვის.
** დიზაინის ტექნიკური პრობლემების გამოვლენა და მათი ოპერატიული გამოსწორება.
** დიზაინერული ფაილებისა და მასალების სორტირება და მათი სწორად ორგანიზება არქივში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება გრაფიკული დიზაინის, ვიზუალური ხელოვნების ან მსგავსი მიმართულებით.
** სერტიფიკატები გრაფიკულ პროგრამებში: Adobe Photoshop, Illustrator
** სასურველია მუშაობის გამოცდილება InDesign-სა და Canva-ში.
** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 1-2 წელი აღნიშნულ სფეროში.
** უცხო ენები: ინგლისური ენა

კომპეტენციები და უნარები:

** ტიპოგრაფიკის, ფერების თეორიის და კომპოზიციის ძირითადი პრინციპების ცოდნა.
** ბრენდის იდენტობის და ვიზუალური სტილის შექმნის უნარი.
** კრეატიულობა და ორიგინალური იდეების გენერირების უნარი.
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა.
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** დროის მართვის უნარი და ვადების დაცვა.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, პ. ქავთარაძის 44
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 10:00-18:00 სთ.
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

ჩვენ გთავაზობთ:

** კორპორატიული დაზღვევა (გამოსაცდელი ვადის შემდეგ)
** მზარდი ანაზღაურება
** http://onlineacademia.ge-ზე წვდომა
** აზროვნების აკადემიის კურსებსა და სალონურ საუბრებზე უფასო დასწრება.
** ჩვენი გამომცემლობის წიგნებზე 50%-იანი ფასდაკლება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე hr@azraki.ge და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 აპრილი, 2025 წ.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის - თუ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |