"ინტერ ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას პროექტების ფინანსური კოორდინატორის პოზიციაზე.
"ინტერ ქონსთრაქშენი" სამშენებლო კომპანიაა რომელიც 14 წელია ოპერირებს სამშენებლო სფეროში და არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული.
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: ბათუმი, თამარ მეფის გამზ. #14 და კომპანიის მიმდინარე ობიექტების
ლოკაციები აჭარაში.
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო ობიექტების მიხედვით გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად სამუშაოების ეტაპობრივი შესრულების დამკვეთთან წარდგენის პროცედურების კოორდინაცია და უშუალო ჩართულობა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაში (ხარჯთაღრიცხვა, შესრულებული სამუშაოების აქტები/ ფორმა-2 ები, ფარული სამუშაოების აქტები და ა.შ.)
** კომპეტენციის ფარგლებში სამშენებლო ობიექტების მონიტორინგი, სამუშაოების მიმდინარეობის/მოცულობების სისტემატიური კონტროლი და დადგენილი წესით რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
** ყოველთვიურად შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდება ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურთან.
** კომპეტენციის ფარგლებში შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალთან (Rs.Ge) და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემასთან (procurement.gov.ge) დაკავშირებული ფუნქციების განხორციელება.
** მჭიდრო კოორდინაცია კომპანიის საინჟინრო და საზედამხედველო სამსახურებთან.
** ხელმძღვანელის მიერ გაცემული კომპანიის ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/ფინანსების/სამშენებლო სამუშაოების მიმართულებით
** აუცილებელია არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება სამშენებლო კომპანიის: ფინანსების/ პროექტის მართვის/ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით.
** აუცილებელია არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება სამშენებლო საქმიანობის მიმართულებით ან/და მშენებლობასთან დაკავშირებული საბაზისო საკითხების ცოდნა.
** სასურველია Fina ბუღალტერია-ში მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
** საოფისე პროგრამების- Microsoft word, Microsoft Power Point, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (გასაუბრების მეორე ეტაპზე კანდიდატი გაივლის შესაბამის გამოცდას).
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვის და წარმართვის უნარი.
** დეტალების მიმართ ყურადღების უნარი.
** კრიტიკული, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი.
** უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებიდან და უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე.
გასაუბრება მოხდება 2 ეტაპად:
** ზეპირი გასაუბრება პირისპირ
** დავალების შესრულება ექსელში.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: info@interconstruction.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ
განიხილება.