jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: IT სისტემების და ქსელების სპეციალისტი
მომწოდებელი: სკაისისტემსი
გამოქვეყნდა: 29 მარტი / განცხადების ვადა: 28 აპრილი

"სკაისისტემსი" აცხადებს ვაკანსიას IT სისტემების და ქსელების სპეციალისტის პოზიციაზე, ასევე გვაქვს ვაკანსია linux/unix მოყვარულებისთვის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელური ინფრასტრუქტურის ტექნიკური მომსახურება, აპარატურის კონფიგურაცია დასმული ამოცანების შესაბამისად;
** ორგანიზაციის ქსელური ინფრასტრუქტურის მონიტორინგი;
** ქსელის წარმადობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;
** ქსელური მოწყობილობების, როგორც აპარატურული, ასევე პროგრამული, ტესტირება;
** კომპანიის ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარება / მხარდაჭერა;
** მარშრუტიზატორების, კომუტატორების კონფიგურაცია და ტექნიკური მომსახურება;
** ქსელის პროექტირება და შემდგომ მისი დანერგვის უზრუნველყოფა, მხარდაჭერა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინფორმაციული ტექნოლოგიების საფუძვლების ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება: უმაღლესი ტექნიკური განათლება
** სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** მონაცემთა გადაცემის ქსელების საფუძვლების ცოდნა (LAN, WAN);
** ოპერაციული სისტემების მაღალ დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:30-18:00;
** ანაზღაურება: 700 - 1500 ლარი (ხელზე).
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** მობილურზე სასაუბრო დრო

განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: giorg777@gmail.com



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |