"VARDO Boulangerie" აცხადებს ვაკანსიას პურ-ფუნთუშეულის მცხობლის პოზიციაზე.
ჩვენ შესახებ
"VARDO Boulangerie" მდებარეობს თბილისში, იაკობ ნიკოლაძის #4-ში. ადგილზე მზადდება მაღალი ხარისხის არტიზანული პური, სენდვიჩები და საკონდიტრო ნაწარმი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი ინგრედიენტებით, დახვეწილი ტექნიკითა და ტრადიციული რეცეპტებით შევქმნათ თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტი.
ჩვენი გუნდი დასაქმებულებისთვის ქმნის თბილ და მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც თითოეულ თანამშრომელს ეძლევა შესაძლებლობა განვითარდეს და წარმოაჩინოს საკუთარი უნარები.
მდებარეობა: თბილისი, ი. ნიკოლაძის 4
სამუშაო გრაფიკი: 5/2 (5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე)
სამუშაო საათები: 07:00-16:00
ანაზღაურება: 70-90 ლარი ცვლაში (გამოცდილების მიხედვით)
რას ველით კანდიდატისგან?
** მცხობლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პურისა და კრუასანის ცომზე მუშაობის გამოცდილება;
** ცომის მოზელვის, ფორმირების და გამოცხობის პროცესების ცოდნა;
** ხარისხზე ორიენტირებულობა;
** ჰიგიენის ნორმების დაცვა;
** გუნდში მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
რას ვთავაზობთ ჩვენს თანამშრომლებს?
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** მზარდ ანაზღაურებას
** ტრენინგებს და შესაძლებლობას განვითარდნენ და მიიღონ სრულყოფილი ცოდნა პურ-ფუნთუშეულის წარმოებაში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 599 448 880 ან გამოგვიგზავნოთ რეზიუმე: vardocatering@gmail.com (რეზიუმესთან ერთად მოგვაწოდეთ ინფორმაცია 5 დღიანი სამუშაო გრაფიკია თქვენთვის მისაღები თუ 2 დღიანი)