კომპანია "რეფიქსი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის, პროდუქციის რეალიზაცია;
** მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
** პროდუქციის მიღება, დახლებზე და თაროებზე განაწილება, მოწესრიგება;
** ფასების იარლიყების სწორად განთავსება;
** დარბაზში პროდუქციის აღწერა, ვადების კონტროლი, ნაშთების რაოდენობის კონტროლი,
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** დროის მართვის უნარი;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. თვალჭრელიძის III შესახვევი, N 2ა.
გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე.
ანაზღაურება: 950 ლარი + ბონუსი
კომპანია "რეფიქსი"-ს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საღებავებისა და სამღებრო საშუალებების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: hr@reffix.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.