დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადება ვაკანსიას დებიტორული დავალიანების დამუშავების კოორდინატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** მომხმარებლების მიერ თანხის ჩარიცხვის კონტროლი და ადმინისტრირება;
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
** დადგენილი პერიოდულობით დებიტორული დავალიანების განახლებული რეპორტის მომზადება
** დებიტორული დავალიანებების შესახებ სხვადასხვა ანგარიშგებების გაგზავნა შესაბამის დეპარტამენტებთან;
** საქმიანობასთან დაკავშირებული აღმოჩენილი/წარმოჩენილი პრობლემების დაფიქსირება უშუალო ხელმძღვანელთან;
** უშუალო ხელმძღვანელთან პერიოდული ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა აუცილებელია;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ცხრილებთან მუშაობის უნარი, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.