შპს Sonniva Georgia აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
კომპანია "სონნივა ჯორჯია" არის ავეჯის აქსესუარების მაღაზია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2014 წლიდან. კომპანია იზრდება სწრაფი ტემპით, რითაც უქმნის დასაქმებულს სტაბილურ და პერსპექტივების მქონე გარემოს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის და უნაღდო ჩეკის კონტროლი;
** ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
** გაყიდული ნივთის ფასის გადამოწმება;
** გაყიდული ნივთის გატარება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა;
** ელექტრონული ზედნადების გამოწერა;
** საგარანტიოს გამოწერა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** თურქული და ქართული ენების ცოდნა (სასურველია)
** Microsoft Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (სასურველია)
უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** პუნქტუალურობა.
ხელფასი: 1200 ლარი გამოსაცდელი ვადის პერიოდში (3 თვე), შემდეგ - 1300 ლარი.
მოქმედებს ასევე საბონუსე სისტემა თანამშრომლობის დაწყებიდან 6 თვეში!
სამუშაო საათები: 09:00-18:00
დასვენების დღე: კვირაში ორი დღე, შაბათი და კვირა.
ბენეფიტები: კვება, კონკურენტუნარიანი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admin@sonniva.ge
მისამართი: თბილისი, მექანიზაციის ქუჩა N1
გისურვებთ წარმატებებს!