jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: L’occitane Group
გამოქვეყნდა: 29 მარტი / განცხადების ვადა: 28 აპრილი

"L`Occitane Group"-ის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

ლოქსიტან ჯგუფი სილამაზისა და თავის მოვლის პრემიუმ პროდუქტების წამყვანი საერთაშორისო მწარმოებელი და რითეილერია, რომელიც მსოფლიოს 90 ქვეყანაში 3000-ზე მეტ ბუტიკს მოიცავს.

მისი პორტფოლიო აერთიანებს ორგანულ და ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებულ სილამაზის ისეთ პრემიუმ ბრენდებს, როგორებიცაა: L`Occitane en Provence, Melvita, Erborian და სხვა.

ბუნებასთან დაახლოებული ხედვითა და მეწარმეული სულისკვეთებით, ლოქსიტან ჯგუფი ერთგულად დებს რესურსს საზოგადოებრივ გაერთიანებებში, ბიომრავალფეროვნებაში, ნარჩენების შემცირებასა და ეკომეგობრულ გადაწყვეტილებებში უკეთესი და უფრო ჯანსაღი პლანეტის შესაქმნელად.

ჯგუფის მთავარი განაცხადია: "გაძლიერებით ჩვენ დადებით გავლენას ვახდენთ ხალხზე და ვანახლებთ ბუნებას".

სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი #8
სამუშაო გრაფიკი: 10:00სთ-18:00 სთ (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში პროდუქციის მიღება და გაცემა დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** მიღებული შეკვეთების ფაქტურების მიხედვით შეგროვება, გადამოწმება და გასაცემად გამზადება;
** კუთვნილი სასაწყობო თაროების მოწესრიგება;
** ქსელიდან დაბრუნებული პროდუქციის მიღება, ვადების გადამოწმება და შესაბამის თაროებზე განთავსება;
** აღწერების გაკეთება და ნაშთების ვადების კონტროლი;
** გასაცემად გამზადებული პროდუქციის ფაქტურების ამობეჭდვა და RS ატვირთვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

დამატებითი უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორატიულ სატელეფონო ლიმიტს
** სპეციალურ ფასდაკლებებს ვაკის საცურაო აუზზე არსებულ აქტივობებზე
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@loccitane.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის თანამშრომელი"

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ "L`Occitane Group"-ში გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "L`Occitane Group"-მა "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე დაარეზერვოს სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის, იმ შემთხვევაში თუ სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე არ იქნება განხილული მოცემულ ვაკანსიაზე.

"L`Occitane Group" შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |