jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სავალდებულო დაზღვევის ცენტრი
გამოქვეყნდა: 29 მარტი / განცხადების ვადა: 28 აპრილი

ა (ა)იპ "სავალდებულო დაზღვევის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას დეკრეტული შვებულების შემცვლელი ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე (6 თვე).

ა (ა)იპ "სავალდებულო დაზღვევის ცენტრი" ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის უზრუნველყოფას.

https://www.tpl.ge.

ქოლ-ცენტრის ოპერატორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სავალდებულო დაზღვევის პოლისით მოსარგებლეთათვის მომსახურების მიღების შესახებ პირველადი კონსულტაციის გაწევა, სავალდებულო მოქმედების სქემის დეტალური ახსნა;
** არა სიცოცხლის ზარალების შესახებ სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ინფორმაციის მიღება;
და მიღებული ინფორმაციისა და მონაცემების პროგრამულ სისტემაში აღრიცხვა, შესაბამის განყოფილებებთან ინფორმაციის გაზიარება და დამდგარი შემთხვევის პროცესის დასრულების შემდეგი მონიტორინგი;
** ცენტრში არსებული სატელეფონო მომსახურების სტანდარტის დაცვა და უზრუნველყოფა;
** შემოსული ზარების გადამისამართება თანამშრომლებზე;

მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები:

** გამართული, სწორი, ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა;
** მომხმარებელზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შეფერხებების მართვის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება;
** კლიენტთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** აუცილებელია უცხო ენის სრულყოფილი ცოდნა (ინგლისური, რუსული);

სამუშაო პირობები:

** მოქნილი სამუშაო გარემო: (თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა ნაწილობრივ იმუშაოს ოფისიდან (ქ.
თბილისი), ნაწილობრივ მისთვის სასურველი ადგილიდან);
** მცოცავი სამუშაო ცვლა: სამუშაო ცვლა მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის ცვლას;
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით;

დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ სასიამოვნო, მეგობრულ, თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთზე ზრუნვა კორპორატიული კულტურის მთავარი ღირებულებაა. გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tpl.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 28 აპრილი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, ა (ა)იპ "სავალდებულო დაზღვევის ცენტრი" ამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს (მათ შორის, სერტიფიკატებს, დიპლომებს) და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს), გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე, კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანდიდატსა და ა (ა)იპ "სავალდებულო დაზღვევის ცენტრს" შორის გრძელდება შრომითი ურთიერთობა.

ა (ა)იპ "სავალდებულო დაზღვევის ცენტრი" კანდიდატის შესახებ მონაცემებს არ გადასცემს/არ ხდის ხელმისაწვდომს მესამე პირებისათვის კანდიდატისათვის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის საფუძველზე.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ა (ა)იპ "სავალდებულო დაზღვევის ცენტრს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;აღნიშნული მიზნით, კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს ა (ა)იპ "სავალდებულო დაზღვევის ცენტრს" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგ ელ-ფოსტაზე: dpo@tpl.ge.

წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ ა (ა)იპ "სავალდებულო დაზღვევის ცენტრის" მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |