შპს "პეტრა სტარ" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
კომპანიაში დასაქმებული ბუღალტრის ძირითადი ფუნქციები იქნება:
** ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა, ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
** ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით;
** ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, გადარიცხვების შესყიდვების/რეალიზაციების საბუღალტრო სისტემაში აღრიცხვა;
** ფინანსური და საგადასახადო ანგარიშების მართვა და კონტროლი;
** საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, მონიტორინგი და საგადასახადო დეკლარირება;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით;
** საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** MS Excel-ის ცოდნა;
** სასურველია იმპორტ-ექსპორტის საკითხებში მუშაობის გამოცდილება
დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე info@petrastar.ge