"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.
"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".
კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
"ევექსი" აცხადებს სტუდენტური დასაქმების პროგრამას!
ხარ სტუდენტი?
ხარ კომუნიკაბელური?
გსურს გამოიმუშავო შემოსავალი?
მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა! შეუთავსე სწავლა მუშაობას!
ჩვენთან დაგხვდება:
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი - დღეში ნებისმიერი 5 საათი;
** ფიქსირებული ანაზღაურება და ბონუსი;
** მეგობრული გარემო;
** ტრენინგები და ჩვენს კომპანიაში განვითარების შესაძლებლობა
პროექტის ფარგლებში შენი მთავარი ფუნქცია, მომხარებლებისთვის ევექსის სერვისების გაცნობა იქნება.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სამუშაო პროცესი წარიმართება ევექსის კლინიკის მიმდებარედ - კონკრეტულ უბანში.
შეავსე განაცხადი და დასაქმდი დღესვე!
https://evex.ge/ka/vacancy/studenturi-dasaqmeba/695
"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.