"სუპერი" საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.
"სუპერი" ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: https://superstore.ge/
"სუპერის" სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, მიმდინარედ ვეძებთ ახალ წევს ფილიალის მენეჯერის თანამდებობაზე.
ვაკანტური თანამდებობის შესახებ:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო პერიოდი: კვირაში 5 დღე, 40 საათი
** ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული + ბონუსი
** ანაზღაურების ოდენობა: ფიქსირებული - 1600 ლარი, ბონუსი 1000 - 1600 ლარის ფარგლებში
ფილიალის მენეჯერის პასუხისმგებლობა ფილიალის ეფექტური ფუნქციორების უზრუნველყოფაა, რისთვისაც უნდა შესრულდეს შემდეგი ფუნქცია-მოვალეობები:
** ფილიალში პროდუქციის მარაგების კონტროლი, გაყიდვების ანალიზი და შეკვეთების გაფორმება;
** ფილიალის ადამიანური რესურსის მართვა, დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი, საჭიროების შესაბამისად, რეკომენდაციების გაცემა;
** ფილიალის სალარო ოპერაციების მართვა;
** ფილიალის თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკის ოპტიმალური მართვა;
** ფილიალის ადმინისტრაციულ-ტექნიკური საკითხების, წესრიგის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის უსაფრთხოების (დაზიანება, დაკარგვა) უზრუნველყოფა, მასთან დაკავშირებული საკითხების ეფექტური მართვა;
** პროდუქციის გაცვლა-დაბრუნებასთან დაკავშირებული პროცედურების მართვა;
** ინვენტარიზაციის (გეგმური, მოთხოვნა/საჭიროების შესაბამისად) პროცესის მართვა;
** სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების პრინციპების დაცვის უზრუნველყოფა;
მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ფილიალის მენეჯერი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია, მსგავს თანამდებობაზე, მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; იდენტურ სფეროში (საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშო) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** სასურველია, უმაღლესი განათლება (ეკონომიკა/ბიზნესი/ფინანსების მიმართულებით);
** სასურველია, ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა (ვერბალური კომუნიკაციისთვის);
** აუცილებელია, Microsoft Office-ს, განსაკუთრებით EXCEL-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარები:
** მათემატიკურ-ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დროის, სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვის უნარი და კოლეგიალურობა;
** ემპათიურობა და ობიექტურობა;
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს, რეზიუმეს გამოგზავნიდან არაუმეტეს 1 კვირის ვადაში);
** ორეტაპიანი გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლებთან;
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთან, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, 28 აპრილის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, აუცილებლად ქართულ ენაზე (წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება), მისამართზე: HR@superstore.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება - ფილიალის მენეჯერი
ვაკანტური თანამდებობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე - 577 021010.
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "სუპერის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.
"სუპერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!