ბრენდული მაღაზია "ნექსთი" აცხადებს ვაკანსიას და ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ, პოზიტიურ და მომხმარებელზე ორიენტირებულ გაყიდვების კონსულტანტს.
სამუშაო საათები: დღეში 6 საათი (მცოცავი)
ანაზღაურება: 790 ლარი ფიქსირებული + ბონუსები
მოვალეობები:
** მომხმარებლების მომსახურება: საქონლის და მომსახურების შეთავაზება, საქონლის აღწერილობის მიწოდება, არჩევანის გაკეთებაში დახმარება.
** პროდუქციის მიღება, განლაგება საწყობსა და დარბაზში მაღაზიის სტანდარტების დაცვით.
** პროდუქციის დახარისხებაში, მარკირებასა და ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება.
** პროდუქციის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტირება.
მოთხოვნები:
** სქესი: მდედრობითი / მამრობითი
** სასურველია გამოცდილება გაყიდვებსა და მომსახურების სფეროში
** გუნდური მუშაობის უნარი
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: next.pekini@gmail.com