jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ხარისხის მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: აპარტ გრუპი
გამოქვეყნდა: 29 მარტი / განცხადების ვადა: 28 აპრილი

სამშენებლო კომპანია "აპარტ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ხარისხის კონტროლის სამსახურის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა და რეალიზაცია, პროექტების ფარგლებში შესასრულებელი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შესაბამისად;
** მთავარი ინჟინრის სამსახურთან ერთად მშენებლობის მეთოდოლოგიის შემუშავება-შეთანხმება თითოეული პროექტისათვის;
** ხარისხის კონტროლის სამსახურის მიერ შესასრულებელი სამუშაოების განაწილება დაქვემდებარებულ სპეციალისტებზე, პროცესის ოპტიმიზაციისა და ეფექტურობის მიზნით;
** სამშენებლო ობიექტებზე, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული სამუშაო პროცესების გამართულად და უწყვეტად მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, პროექტის მიმდინარეობის ხარისხთან დაკავშირებული დოკუმენტების დროულად და სრულფასოვნად მომზადებაზე კონტროლი;
** დაფიქსირებული ხარვეზებისა და წუნის ანალიზი, გამომწვევი მიზეზების დადგენა და მათი გამოსწორების მიზნით სათანადო ზომების გატარება;
** მიმდინარე ან გეგმით გაწერილი, სამომავლოდ შესასრულებელი სამუშაოების ხარისხის კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
** სამუშაოს პროცესში საპროექტო დოკუმენტაციიდან გადახრის პრევენცია;
** სამუშაოს ხარისხის კონტროლი შესრულების პროცესში. შესაბამისი სტანდარტებიდან და ტექნოლოგიური ნორმებიდან გადახრების პრევენცია; რეკომენდაციების გაცემა მაკორექტირებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.
** სამშენებლო მასალების სტანდარტებთან შესაბამისობისა და წარმოშობის სერტიფიკატების მოთხოვნა, მათი ანალიზი და გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღება;
** ფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვება და შესაბამისი აქტების წარმოება;
** სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას შრომის უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნათა დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება - სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ინჟინერი (ჩაითვლება უპირატესობად);
** სამშენებლო სტანდარტების, ნორმებისა და წესების ცოდნა;
** პროექტების მენეჯმენტის საფუძვლების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (AutoCAD, ArchiCAD, MS Office, Internet);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** უცხო ენების (ინგლისური, გერმანული) ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@apartgroup.com არა უგვიანეს 2025 წლის 28 აპრილისა. გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ხარისხის მართვის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |