შ.პ.ს. "გლობალ ჯორჯია ტურ" აცხადებს ვაკანსიას გიდის ასისტენტის პოზიციაზე ტურისტული ჯგუფებისთვის სამხრეთ კორეიდან.
"გლობალ ჯორჯია ტურ" არის ტურისტული კომპანია, რომელსაც შემოჰყავს ტურისტული ჯგუფები სამხრეთ კორეიდან და დაფუძნებულია თბილისში 2011 წელს.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: მთლიანი საქართველოს მასშტაბით, საწყისი წერტილი: თბილისი; საბოლოო წერტილი: თბილისი.
მთავარი ვალდებულებები:
** კორეული ტურისტული ჯგუფთან ერთად ყოფნა მთელი ტურის განმავლობაში და მათი დახმარება.
** მთავარი გიდის დახმარება სხვადასხვა საჭიროებებში.
** ავტობუსის (ან სხვა ტრანსპორტის) მძღოლთან ურთიერთობა.
** საჭიროებისამებრ ქართულიდან ინგლისურზე თარგმნა ან პირიქით.
** კორეელი ტურისტების დახმარება სხვადასხვა საჭიროებებში.
** მუდმივი მონიტორინგი და შემოწმება სხვადასხვა ჯავშნების სასტუმროებში, რესტორნებსა და სხვა დაწესებულებებში.
მოთხოვნები:
** შესაძლებელია გამოცდილების გარეშე მქონე კადრის აყვანაც, მთავარია მუშაობის სურვილი, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა.
** აუცილებელია რომ კანდიდატი იყოს ქართველი და საუბრობდეს გამართულად ქართულად, ასევე აუცილებელია გამართული ინგლისურით საუბარი (ბონუსად ჩაითვლება თუ კანდიდატი დაინტერესებულია კორეული ენითა და კულტურით)
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს სურვილი გააცნოს საქართველო ტურისტებს რაც შეიძლება კარგი კუთხით.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** კონკურენტული ანაზღაურება დამწყებთათვის.
** მეგობრული სამუშაო გარემო.
** Single ტიპის ოთახი & კვება მთელი ტურის განმავლობაში.
სამუშაო გრაფიკი: ტურის განმავლობაში ყველა დღე, თუ რომელ ტურზე წავა კანდიდატი, მოლაპარაკების საგანია.
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + თიფსი (დამოკიდებულია კანდიდატის მონდომებასა და მუშაობის ხარისხზე)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: gsukhishviliggtour@gmail.com. გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წერილის სათაურსა ან ტექსტში.