დეველოპერული კომპანია "მეტროპოლ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
"მეტროპოლ მენეჯმენტი" - https://metropol.ge არის სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელმაც მომხმარებლის ნდობა ბაზარზე შესვლისთანავე მოიპოვა. კომპანიის არსებობა მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს ემყარება, შესაბამისად, მიზნად ვისახავთ, ჩვენი შექმნილი პროექტები სრულყოფილად ერგებოდნენ მომხმარებლების ცხოვრების ყველა აუცილებელ სტანდარტს.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს - გუნდი, რომელიც ჩაიფიქრე
** სექტორულად მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვება/ლანჩი
სამუშაო გრაფიკი - სრული, კვირაში 40 საათი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტების სრული პროცესის ზედამხედველობა;
** შესრულებული სამუშაოების (ფორმა #2) შედგენა და მასალების ჩამოწერა (ფორმა #29)/კონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის რევიზია/შესრულების დადასტურება
** კალენდარული გრაფიკების შედგენა და კონტროლი;
** ფარული სამუშაოების აქტების წარმოება და ყოველ კვირეული/ან დადგენილი პერიოდულობით რეპორტინგი;
** სამშენებლო საქმიანობის მიმდინარეობის/შესრულების რეგულარული კონტროლი, და ეფექტური მოლაპარაკების წარმოება კონტაქტორებთან;
** საჭიროებიდან გამომდინარე კომუნიკაცია არქიტექტორთან და კონსტრუქტორთან, ან პროექტის დაგეგმარებაში ჩართულ სხვა პირებთან;
** სამშენებლო ნახაზების ანალიზი და მშენებლობის პროცესთან შესაბამისობის კონტროლი;
** სამშენებლო პროექტის ფინანსური კონტროლი;
** ხელმძღვანელ პირებთან ანგარიშგება;
** მშენებლობის პროცესთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია მშენებელ-ინჟინრის სფეროსთან დაკავშირებით/ან ბიზნეს ადმინისტრირება)
** მინიმუმ ხუთ წლიანი გამოცდილება მრავალსართულიანი შენობების მშენებლობის კუთხით
** სამშენებლო სამართლებრივი ნორმების და უსაფრთხოების სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 აპრილი.
გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@metropol.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სამშენებლო პროექტის მენეჯერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.