საქორწილო სააგენტო "Ori Wedding" - არის ლიდერი საქორწილო ბაზრის საქართველოში და ივენთების ორგანიზების კუთხით. ჩვენ ვმუშაობთ წყვილებთან მთელი მსოფლიოდან და სპეციალიზებულნი ვართ, როგორც ქორწილების ოფიციალურ რეგისტრაციაში, ასევე ქორწილის ორგანიზებაში სხვადასხვა ბიუჯეტის მიხედვით. 2025 წლის მდგომარეობით, ორი არის ერთ-ერთი ლიდერი საქორწილო ბაზრის საქართველოში. ჩვენ ვართ, როგორც კვიპროსზე, ასევე საბერძნეთში.
ჩვენ ვეძებთ გაყიდვების დეპარტამენტის უფროსს:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის კლიენტებთან და მენეჯერებთან მუშაობა;
** სამუშაო პროცესის დაგეგმვა;
** გაყიდვების შემდგომი მუშაობა კლიენტებთან;
** კატალოგებთან/კონტრაქტორებთან მუშაობა;
** კომპანიის პროდუქტების და მომსახურების ღირებულების ფასის გაანგარიშება და შედგენა;
** თანამშრომლებისთვის რეგულარული ტრენინგის ჩატარება პროდუქტებისა და გაყიდვების შესახებ;
** ყოველკვირეული შეხვედრების გამართვა (კვირის შეჯამება),
** ანგარიშების მომზადება (ყოველკვირეული);
** DD-ის შემოწმება და განყოფილების პროფილის ფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება 3-6 წლამდე;
** უპირატესობა მიენიჭება სამუშაო გამოცდილებას ტურიზმის ან სასტუმროს სფეროში;
** რუსული და ინგლისური ენების ფლობა (ქართული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** მაღალი ორგანიზაციული და დეტალებისადმი ყურადღების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნება.
ზოგადი უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
პირობები:
** სამუშაოს ძირითადი ადგილი: ქ. თბილისი.
** სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე;
** საწყისი ანაზღაურება: შეთანხმებით კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
გამოსაცდელი ვადის შემდგომ ჩვენ ასევე გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.
** ღირსეულ ხელფასს (ფიქსირებული ხელფასი + პროექტების %)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.bakhtadze@ertad.family.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებებს!