"ბატუტ-ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას რუსთავში, ინსტრუქტორის პოზიციაზე.
მისამართი: რუსთავი მოლი - შარტავას და ლომაურის ქუჩების კვეთა
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებთან გასაუბრება ვარჯიშის დაწყებამდე, დარბაზის წესების გაცნობის მიზნით;
** დარბაზში ქცევის წესების შესრულების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის პირველადი დახმარების გაწევა;
** სამუშაო დღის ბოლოს დარბაზის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი.
უნარ-ჩვევები:
** ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი.
სამუშაო გამოცდილება:
** სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო, მთავარია კანდიდატი იყოს აქტიური და ადგილზე მოხდება მისი დატრენინგება.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: რუსთავი მოლი - შარტავას და ლომაურის ქუჩების კვეთა;
** სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი; კვირაში 5 სამუშაო დღე (სამუშაო გრაფიკი დგება თანამშრომელთან შეთანხმებით; მორგებულია სტუდენტებისთვის);
** ანაზღაურება: საათობრივი ანაზღაურება, თვეში საშუალოდ 550-600 ლარი.
შესაბამისი გამოცდილების და ინტერესების მქონე კანდიდატებს გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი ინტერესი შემდეგ მეილზე რეზიუმეს გამოგზავნით: Career@mpd.ge (სათაურის ველში მიუთეთ პოზიციის დასახელება)
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.