კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში.
კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.
კლინიკა "მედის" პრიორიტეტები:
** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო
საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.
მდებარეობა - თბილისი.
გრაფიკი - ყოველ მეორე დღეს 09:00-საათიდან 21:00-საათამდე;
ანაზღაურება - საათობრივი, მინიმუმ 750 ლარიდან.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** უზრუნველყოს განყოფილების სისუფთავის დაცვა;
** ყოველდღიურად დაალაგოს განყოფილება:
** ჰოლი,
** ინვენტარის სისუფთავის დაცვა,
** ჩაატაროს სადეზინფექციო საშუალებებით დასუფთავება.
** მოწესრიგება და სველი წერტილების საჭიროებისამებრ აღჭურვა;
** ნაგვის დროული გატანა;
** სველი წერტილების დალაგება/დასუფთავება.
** ჰოლში არსებული სანაგვე ცელოფნების შემოწმება შეცვლა;
** თვეში ერთხელ მოიმარაგოს საწმენდი საშუალებები;
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** დასაქმებას ევროპის დონის კლინიკაში;
** სტაბილურ ხელფასს;
** კორპორატიულ ფორმას;
** მიმზიდველ ფასდაკლებას კლინიკის მომსახურებაზე თანამშრომლებისა და მათი ნათესავებისთვის;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საჩუქრებს დაბადების დღეზე;
** სასაჩუქრე ქულებს წელიწადში 5 ჯერ.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) 2025 წლის 28 აპრილამდე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.