jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დამკვირვებელი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 29 მარტი / განცხადების ვადა: 28 აპრილი

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს (გასაუბრება) საგამოცდო ცენტრში დამკვირვებლების შტატგარეშე პოზიციის დასაკავებლად.

ანაზღაურება დღიურად დარიცხული 38 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით).

სამუშაო დღეები და საათები განისაზღვრება 9:00 - დან 18:00 საათამდე, გამოცდების პერიოდში შაბათი სამუშაო დღეა.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი თსუ-ის ბიბლიოთეკის შენობა - უნივერსიტეტის ქ. N11.

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პიროვნულ თვისებებს, იყოს:

** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** ოპერატიული;
** ჰქონდეს ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** ჰქონდეს გუნდურად მუშაობის უნარი და იყოს კომუნიკაბელური;
** ჰქონდეს ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალური და ჰქონდეს დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
** ჰქონდეს ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა;

დამკვირვებლის ფუნქცია-მოვალეობები:

** საგამოცდო ფურცლების დარიგება მასზე განპირობებულ სექტორში;
** სტუდენტებისათვის მათი უფლება-მოვალეობების გაცნობა;
** საგამოცდო ბილეთების დარიგება;
** გამოცდის მიმდინარეობაზე დაკვირვება მისთვის განსაზღვრულ სექტორში; სტუდენტების მიერ უფლება-მოვალეობების დაცვის კონტროლი;
** სტუდენტის მიერ დასმულ პროცედურულ და ტექნიკური შეკითხვებზე პასუხის გაცემა;
** საგამოცდო ფურცლების ჩაბარება;
** საგამოცდო ნაშრომების გადაცემა საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლისათვის.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ - examcenter@tsu.ge -2025 წლის 29 მარტიდან 2025 წლის 8 აპრილამდე. კერძოდ

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) CV ქართულ ენაზე;
გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში აპლიკანტმა 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |