სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას შიდა შესყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. გორგია პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; შეუძლებელი არაფერია ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
გორგია წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ფუნქცია-მოვალეობები:
** შიდა შესყიდვების გუნდის მართვა, საქმის სწორი დელეგირება. არსებული სტანდარტების დაცვა;
** შიდა შესყიდვების პროცესის დაგეგმარება, ორგანიზება და კონტროლი;
** შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** პოტენციური მომწოდებლების ბაზის წარმოება (მუდმივი განახლება);
** შემოსული მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის მოძიება;
** შესყიდული პროდუქტის ხარისხის კონტროლი;
** ორგანიზაციაში არსებული ხარვეზების დაფიქსირება დადგენილი პროცედურებისა და სტანდარტების შესაბამისად;
** კატეგორიის მენეჯერებთან მუდმივი კონტაქტი მოთხოვნილი პროდუქციის/მომსახურების ოპტიმალური ფასის დასადგენად;
** გუნდში ჯანსაღი ურთიერთობებისა და სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა; (დამატებით მეორე უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნაც.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მენეჯერული უნარ-ჩვევები;
** ორგანიზებულობა;
** ენერგიულობა;
** ინოვაციური ხედვა;
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროექტის მართვის უნარი;
** დავალებების სწორად გადანაწილების დელეგირების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge. მნიშვნელოვანია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).
პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.