სადისტრიბუციო კომპანია "თაბუკა" რომელიც 2005 წლიდან ახორციელებს ევროპული სხვადასხვა ტკბილეულის და ჩაის დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით - აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის ჰორეკას (HORECA) პოზიციაზე, ძირითადად ჩაის სეგმენტში ახალ ობიექტებთან პარტნიორობის დამყარება.
სამუშაო ადგილი და გრაფიკი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, გუდვილის მიმდებარედ. ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 10:00 - 18:00.
ანაზღაურება: გამოცდილებიდან გამომდინარე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის არსებული ჰორეკა პარტნიორების მართვა
** ახალი ობიექტების მოძიება და პარტნიორობის დამყარება
** მოლაპარაკებების წარმოება არსებულ და ახალ სავაჭრო ობიექტებთან
** გაყიდვების პროცესის წარმოება, შეკვეთების აღება/მიღება დამუშავება და ზრდაზე ორიენტირება
** დებიტორების რეგულარული კონტროლი, ანალიზი და თანხების ამოღება
** მენეჯმენტთან დროული რეაგირება სხვადასხვა საკითხების მოსაგვარებლად.
** შეკვეთების ადგილზე მიტანის გაკონტროლება
** კომერციული წინადადებების მომზადება
** პროდუქციის პრეზენტაცია
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია (ჰორეკას მიმართულებით)
სავალდებულოა მართვის მოწმობა B კატეგორია და პირადი მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების ქონა.
** უცხო ენების (ინგლისური) საშუალო დონეზე ცოდნა.
** საოფისე პროგრამების (MS Office) საშუალო დონეზე ცოდნა.
** კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და კავშირების დამყარების უნარი.
** მყარი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა.
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია.
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
გთავაზობთ:
** საწვავით და მანქანის ცვეთის ხარჯით უზრუნველყოფას
** ულიმიტო სასაუბრო მობილურ პაკეტს
** ხელფასის ზრდის პერსპექტივას
** მეგობრულ გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** სტაბილურ ანაზღაურებას და ბონუსებს
** კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეს
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე/CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: cvtabuka@gmail.com და გთხოვთ აუცილებლად სათაურის ველში "subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ჰორეკა", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV ვერ განიხილება. გისურვებთ წარმატებას!