"ინსტა" ერთ-ერთი წამყვანი ქართული ელექტრო საინჟინრო/საპროექტო კომპანიაა, რომელიც 27 წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პროფილია ელექტრო, სატელეკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირება და მონტაჟი, ასევე შენობის და ინდუსტრიული ავტომატიზაციის სისტემის შემუშავება და შესრულება. "ინსტას" მრავალრიცხოვან კლიენტებს შორის არიან ისეთი კომპანიები და ბრენდები როგორიცაა - ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM ტერმინალი), M2, თეგეტა მოტორსი, საქართველოს ბანკი, წყალი მარგებელი, REZID Holding GmbH (King David Residence), სასტუმროები - Crown Plaza, Moxy, Ramada. ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი წარმოება, ლოჯისტიკური ცენტრი და სასაწყობე ტერიტორია, სადაც წარმოდგენილია 10 000-მდე დასახელების პროდუქტი. "ინსტა"-ს თანამშრომლები ტრენინგებს გადიან ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: Siemens, Phoenix Contact, Lapp Kabel, Jung, Eaton, Festo და სხვა. ჩვენთან შესაძლებელია გაეცნოთ საქართველოში არსებულ უმსხვილეს კომპანიებთან და საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას.
"ინსტას" შესყიდვების განყოფილება ეძებს გუნდის ახალ წევრს, რომელიც დაიკავებს შესყიდვების სპეციალისტის პოზიციას
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
** საჭირო პროდუქციის მოძიება და შესყიდვა;
** საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება საუკეთესო პირობების მისაღებად;
** ახალი მომწოდებლების მოძიება და შეფასება;
** მიწოდების ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
** შესყიდვების მონაცემთა ბაზის შევსება, განახლება და მართვა;
** მომწოდებლებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის რეგულარული განახლება ბაზაში;
** ბაზრის კვლევა საუკეთესო ფასებისა და პირობების დასადგენად;
** შესყიდვების გაუმჯობესებისთვის ახალი ტექნოლოგიებისა და პროცესების დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** სხვადასხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა შესყიდვების მოთხოვნების დასაზუსტებლად;
** მარაგების კონტროლი და დროული შესყიდვების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ინგლისური ენის ცოდნა ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის დონეზე მაღალ დონეზე, რუსული ენის ცოდნა სასურველია;
** იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების MS Office გამართულად ცოდნა;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** 1C-ში მუშობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინფორმაციის სწრაფად მიღებისა და ანალიზის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
რას გთავაზობთ?
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კორპორაციულ ნომერს;
** Fitpass;
** ტრენინგებს და პროფესიული ზრდის საშუალებას;
** შვებულებას გამოსაცდელი ვადის შემდეგ.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელმისამართზე: hr@insta.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!
კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.insta.ge
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს "ინსტასთვის" ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, "ინსტას" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 1 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს შპს "ინსტამ" შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
შპს "ინსტა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.