jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტენდერი ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვისთვის
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 29 მარტი / განცხადების ვადა: 4 აპრილი

ასოციაცია "საქართველოს ესოეს ბავშვთა სოფელი" პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში იწვევს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ღია ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

SOS Children`s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 118 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში.

ინფორმაცია პროექტის შესახებ:

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება პროექტი - "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა". პროექტის მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა ადგილობრივ შრომის ბაზარზე და მათ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დახმარება.

მომსახურების მიზანია:

პროექტის ფარგლებში დასაქმებული სპეციალისტების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა.

შესასრულებელი მომსახურების დეტალური აღწერა:

** 2025 წლის 11 აპრილს 30 მგზავრის ტრანსპორტირება ქ. გორიდან ქ. თბილისში, 18 მგზავრის ტრანსპორტირება ქ. თელავიდან თბილისში. ამავე დღეს 17:00 საათზე უკან გამგზავრება იგივე რაოდენობა მგზავრების გორსა და თელავში;
** 2025 წლის 13 აპრილს, 16 მგზავრის ტრანპორტირება ქ. გორიდან (თბილისის გავლით) ქ. თელავში. 2025 წლის 15 აპრილს 14:00 საათზე ქ. თელავიდან ქ. გორში (თბილისის გავლით).

ტექნიკური განაცხადი:

დაინტერესებულმა იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, რეესტრის ამონაწერი); ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი.
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიის ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით);
** ფიზიკური პირის/კომპანიის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებ (ებ)ის ტექნიკური ინსპექტირების/დათვალიერების ამსახველი დოკუმენტაცია;

ფასის განაცხადი:

იურიდიული პირების შემთხვევაში: მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში მოცემული სამუშაოების მიხედვით დღგ-ს გარეშე.

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით

თანხის გადახდის პირობები:

** მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ფინანური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ა/ფ, მიღება-ჩაბარების აქტი) არაუგვიანეს 10 დღისა.
** წინადადებები შეფასდება შემდები კრიტერიუმების გათვალისწინებით:
** მოწოდებული დოკუმენტაციის ხარისხი - 20%
** სატრანსპორტო საშუალების ხარისხი - 40%
** ფასი - 40%

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარადგინოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 4 აპრილი, 18:00 საათი.

დაინტერესებულმა იურიდიულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის მენეჯერს ელ. ფოსტაზე nino.nutsubidze@sos-kd.ge ან მობილურ ტელეფონზე 599 728 925; გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "ტენდერი ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვისთვის".

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც აკმაყოფილებენ სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |