jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფინანსისტი-ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 29 მარტი / განცხადების ვადა: 28 აპრილი

"ბიბლუსი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსისტი-ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური უწყისების მომზადება;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა/დამუშავება;
** კომპანიის ფინანსური მდგომარეობის პერიოდული ანალიზი და შედარება ბიუჯეტთან;
** მომგებიანობის ანალიზი სხვადასხვა ჭრილში;
** შიდა და გარე ფინანსირების ანალიზი და მართვა;
** დებიტორ/კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და ანალიზი;
** ფინანსური პოლიტიკის დაგეგმვა, მონიტორინგი;სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება, მონიტორინგი; ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი;
** საბანკო გადარიცხვებისა და სხვა ფინანსური ოპერაციების კონტროლი; სახელფასო სისტემის კონტროლი;
** სხვადასხვა რეპორტების მომზადება, მათი ზუსტი და დროული წარდგენის უზრუნველყოფა უშუალო ხელმძღვანელთან;
** სახელფასო სისტემის სტაბილიზაცია, კონტროლი, ცვლილება, მონიტორინგი;
** ბონუსების/ჯარიმების მართვა საჭიროების მიხედვით;
** კომპანიაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია;
** ყოველდღიური ფულადი სახსრების გეგმასთან შესადარისობის კონტროლი;
** საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება და დამუშავება როგორც შიდა, ისე გარე წყაროებიდან;
** ბიუჯეტის შედგენისა და ანალიზის პროცესის მართვა;
** წლიური ფინანსური ანგარიშები პროცესში მონაწილეობის მიღება/კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება;

ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური ან ეკონომიური მიმართულებით;
** ERP 1C სამუშაო გამოცდილება
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** Excel-ის გამართული ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგებზე ორიენტირებული;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30;
ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@biblusi.ge და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ფინანსისტი-ფინანსური მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |