jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: Glass Work
გამოქვეყნდა: 29 მარტი / განცხადების ვადა: 28 აპრილი

კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 50000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.

კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა)
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (კვალიფიკაციის შესაბამისად)
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:

** სასურველია იდენტურ ან მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** უცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (1C, Excel, Word, Outlook);
** პრიორიტეტად ჩაითვლება ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა

ძირითადი თანამდებობრივი ვალდებულებები:

** კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვა;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა მისთვის სასურველ პროდუქციასთან დაკავშირებით;
** შეკვეთის მიღება, გაფორმება და ჩაბარების ვადების კონტროლი;
** წარმოებისთვის გადაცემული მასალა-ნედლეულის ნაშთების კონტროლი/აღრიცხვა/დოკუმენტირება/ჩამოწერა

პიროვნული თვისებები/უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@glasswork.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე 574750011. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "Glass Work"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "Glass Work"-ის ბაზაში 1 წლის ვადით..



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |