jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სატელეფონო კონტაქტ-ცენტრის უნივერსალური სპეციალისტი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 29 მარტი / განცხადების ვადა: 28 აპრილი

განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.

"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო კონტაქტ-ცენტრის უნივერსალური სპეციალისტის პოზიციაზე

ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო განრიგი: არასტანდარტული, 8 სამუშაო საათი, მცოცავი გრაფიკი 08:00-23:00, კვირაში ორი დღე დასვენება.

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის დაზღვეული პაციენტების სატელეფონო ზარების მიღება და მათი იდენტიფიცირება;
** დაზღვეული პაციენტისათვის პერსონალურ ექიმთან და შესაბამის სპეციალისტებთან ვიზიტის დაგეგმვა;
** გეგმურ და გადაუდებელ შემთხვევებში დაზღვეულთა სამედიცინო დაწესებულებებში გადამისამართება, სერვისის ორგანიზება და ინფორმაციის შესაბამისი პროგრამული ასახვა;
** მომხმარებლებისათვის სადაზღვევო პოლისის პირობების შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდება (ხელშეკრულებიდან შესაბამისი მუხლის/პუნქტის გათვალისწინებით).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (განიხილებიან როგორც მედიცინის, სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ფარმაციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები);
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანი და სერვისზე ფოკუსირებული;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

გაცნობებთ, რომ სს " სადაზღვევო კომპანია იმედი ელ" (ს/ნ: 204919008; მის. თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას N 9; ტელ.: +995322922222 ელფოსტა: personaldataofficer@imedil.ge. კანდიდატის პერსონალური მონაცემებს (მათ შორის, სამუშაო გამოცდილების, განათლების, პროფესიული აქტივობების/მიღწევების, კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტაციას) ამუშავებს (შეგროვების, გადახედვის, გამოყენების, ანალიზის, გაზიარების, განხილვის, შენახვის და განადგურების ფორმით) შესაბამის ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

მონაცემები მუშავდება ვაკანტურ პოზიციაზე პირის დასაქმების (კონკურსის დასრულების) ვადით და შემდგომ ნადგურდება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ინფორმაცია შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც, მონაცემების მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გარანტირებული თქვენი ყველა უფლება დაცულია. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ თქვენ მიერვე გაცემულ თანხმობაზე, რაც გულისხმობს თანხმობის უკან გამოხმობის შესაძლებლობას, ყოველგვარი უარყოფითი შედეგების გარეშე. ამავდროულად, თანხმობის გამოხმობისას, შეწყდება მონაცემების დამუშავება, თქვენი განცხადების განხილვა, შესაბამისად გამოეთიშებით (სხვა ვაკანსიაზე განხილვის მიზნით თქვენი მონაცემების შემდგომ დამუშავებაზე გაცემული თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში, ჩვეულებრივ გააგრძელებთ კონკურსში მონაწილეობას) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში შესარჩევ კონკურს. თანხმობის გამოხმობის მიზნით დაგვიკავშირდით ზემოაღნიშნულ საკონტაქტო მონაცემებზე. მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ვებგვერდზე.

თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით წინამდებარე ტექსტს და კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |