კომპანია "პარვუს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
შ.პ.ს. "პარვუს ჯგუფი" წარმოადგენს კერძო კომპანიას, რომელიც დაფუძნებულია და წარმატებით მოქმედებს 2019 წლიდან. კომპანია ოპერირებს ენერგეტიკის სექტორში და ავითარებს ჰიდრო, მზის და ქარის ელექტროსადგურებს. ასევე, ახორციელებს საკონსულტაციო მომსახურებას როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
ამჯერად, "პარვუს ჯგუფი" ეძებს ოფის მენეჯერს დეკრეტული ვადის პერიოდში ჩამნაცვლებლად, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა; დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების გამართულად ფლობა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
** საოფისე, საკანცელარიო და სამეურნეო შესყიდვების წარმოება ყოველკვირეულად; მარაგების მართვა;
** თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და არაჯანმრთელების დაზღვევების პროცესების მართვაში ჩართულობა;
** ახალი თანამშრომლისთვის სამუშაო სივრცის, კომპიუტერის, სხვა აუცილებელი
აღჭურვილობის დაორგანიზება;
** შიდა და გარე კორესპონდენციის მართვა- მიღება, რეგისტრაცია და ადრესატისთვის მიწოდება;
** ოფისის სტუმრების მიღება, გადამისამართება;
** ოფისის დიასახლისის საქმიანობის კოორდინირება;
** საჭიროების შემთხვევაში, აუთსორს კომპანიებთან/თანამშრომლებთან კომუნიკაცია;
** კომპანიის მძღოლების მარშრუტების დაგეგმვა, კურირება და მათთან მუდმივი კომუნიკაცია;
** კომპანიის თანამშრომლების ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მივლინებების დაგეგმვა, შესაბამისი ჯავშნების უზრუნველყოფა, ვიზების დაორგანიზება;
** შეხვედრების დაორგანიზება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
პიროვნული მახასიათებლები:
** ორგანიზებულობა და ოპერატიულობა;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კეთილგანწყობა და მოწესრიგებულობა.
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი, 5 დღიანი სამუშაო კვირა;
** ლოკაცია: ქ. თბილისი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემოში პროფესიონალებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას;
** საინტერესო სამუშაოსა და შემდგომში დასაქმების პერსპექტივას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@parvus.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად (subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ოფისის მენეჯერი".
მონაცემების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 28 მარტი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "პარვუს ჯგუფი", რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად.
მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით.
შპს "პარვუს ჯგუფი" დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
კომპანია "პარვუს ჯგუფი"გისურვებთ წარმატებებს საკონკურსო შერჩევის პროცესში!