მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს "ვასაძის პური", ბრენდი "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას ვაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, სოფ. ფონიჭალა;
** განაკვეთი: სრული (ორშაბათი-შაბათი);
** ანაზღაურება: 2000 (+ ბონუსი).
ფუნქცია/მოვალეობები:
** გაყიდვების გუნდის მართვა, ჯგუფის მუშაობის კოორდინირება, დავალებების განაწილება და მათი შესრულების კონტროლი;
** გუნდის მუშაობის კონტროლი, შედეგების ანალიზი და შედეგების გაუმჯობესების გეგმის განსაზღვრა;
** გუნდის მუშაობის შესახებ მენეჯმენტისთვის რეპორტინგი;
** პრისეილერების კონტროლი და დახმარება საჭირო სიტუაციებში;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება;
** პროდუქციის სახეობების დამახასიათებლების სრულფასოვანი ცოდნა;
** ახალი პროდუქციის მაღაზიებში წარდგენა;
** კომპანიაში არსებული პროდუქციის სწორ ადგილზე განლაგება მერჩენდაიზერთან კონტაქტით და მაღაზიასთან მოლაპარაკებით;
** დებიტორული დავალიანების კონტროლი;
** მასზე ზემდგომი ადამიანების დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია).
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდურობა;
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: sandomicareer@gmail.com და აუცილებლად საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან..