jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: პრემიქსი
გამოქვეყნდა: 29 მარტი / განცხადების ვადა: 28 აპრილი

შპს "პრემიქსი" წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოში ავტონაწილების და საცხებ-საპოხი პროდუქტების რეალიზაციით, რომელიც დაკავებულია როგორც საცალო, ასევე კორპორაციული და საბითუმო ვაჭრობით.

კომპანია "პრემიქსი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა და მართვა
** ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** HR ადმინისტრაციული პროცესების და შრომითი ურთიერთობების მართვასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა (შრომითი ხელშეკრულებების მომზადება, გაფორმება და აღრიცხვა)
** ორგანიზაციული კულტურის განვითარების ხელშეწყობა
** თანამშრომელთა მოზიდვისა და ადაპტაციის პროცესის ერთიანი სისტემის შემუშავება, მართვა და დანერგვა, მიმდინარეობის ანალიზი
** თანამშრომელთა მოტივაციასა და შენარჩუნებაზე ზრუნვა
** თანამშრომელთა შერჩევის პროცესის მართვა
** სამუშაო აღწერილობების მომზადება/განახლება

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:30
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 3/29;
** ანაზღაურება: შეთანხმებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი (საკომუნიკაციო უნარები)
** ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
** შრომის კოდექსის ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა (სასურველი)
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სტრატეგიული აზროვნების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@premix.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |