jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 29 მარტი / განცხადების ვადა: 28 აპრილი

სამშენებლო კომპანია "Construction service" აცხადებს ვაკანსიას საწარმოში (ლითონ კონსტრუქციების მიმართულებით) ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი
ანაზღაურება: ინდივიდუალური (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით.
** არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვა.
** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება არსებულ ან მომიჯნავე სფეროში.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** სასურველია ინგლისური/რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** ლოგიკურ - ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
** მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ვაკანსიით დაინტერესდით!

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: vacancy@cs.ge

მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება. ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.

შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 577 078 883

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს"Construction service` დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან,
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |