საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია "W8 Shipping Georgia" ეძებს პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ-საბითუმო გაყიდვების მენეჯერს B2B/B2C!
"W8 Shipping Georgia", უმსხვილესი ავტო აუქციონის, "Copart" ავტორიზებული წარმომადგენლობაა საქართველოში.
საინტერესო დეტალები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათი
** ანაზღაურება: 3000 ლარი (ფიქსირებული 1500; საშუალოდ გამომუშავებული ბონუსი - 1500 ლარი)
ძირითადი მოვალეობები:
** ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავტომობილების/მოტოციკლების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების, გადაზიდვის მომსახურების გაყიდვები;
** მიზნობრივი/პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა; მომხმარებლების ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით, კომპანიის სერვისების შეთავაზება და გაყიდვების სრული ციკლის კონტროლი;
** მომხმარებლების ბაზის გაფართოება;
** კონკურენტი კომპანიების მუდმივი მონიტორინგი;
** შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება;
** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა და მათი მხარდაჭერა გაყიდვების პროცესის ყველა ეტაპზე;
** კომპანიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების გათვალისწინებით, პერსონალური სამუშაო გეგმის შედგენა და ყოველდღიური აქტივობის განხორციელება,
** გეგმიური ანგარიშის წარმოება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სასურველია გამოცდილება გაყიდვების სფეროში ლოჯისტიკისა და აშშ აუქციონების Copart/IAAI მიმართულებით;
** ქართული, რუსული და სასურველია ინგლისური ენების სასაუბრო და საქმიანი მიმოწერის დონეზე ცოდნა; აზერბაიჯანული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** საქმის პრიორიტეტებად განაწილება, დროის მართვის უნარი;
** ზრდაზე ორიენტირებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერულ ზრდას;
** პროფესიონალურ გუნდთან მუშაობას;
** სასიამოვნო და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალურ ტრენინგს სამუშაოს დაწყებამდე;
** სამედიცინო დაზღვევას;
გასაუბრება შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
** გასაუბრება
** ტესტირება
თუ ზემოაღნიშულ მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: geinfo@w8shippingge.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "საბითუმო გაყიდვების მენეჯერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.