შპს "რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას რეინჯერის/პაციენტის გადამყვანის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ზუგდიდის რაიონი, სოფ. რუხი, მე-19 ქ., N23.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტის გადაყვანა, გადაადგილებაში დახმარება;
** საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა.
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
** ორგანიზებულობა.
** ენერგიულობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@rukhihospital.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფო"-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.