ა (ა)იპ "სავალდებულო დაზღვევის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
ა (ა)იპ "სავალდებულო დაზღვევის ცენტრი" ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის უზრუნველყოფას.
https://www.tpl.ge
ოფის მენეჯერის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ა (ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრში შემოსულ სატელეფონო ზარებზე/მეილებზე პასუხის გაცემა და შესაბამის ადრესატებთან გადამისამართება;
** ა (ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრში შემოსული და ცენტრიდან გასული წერილების მართვა/აღრიცხვა. ადრესატისთვის წერილების დროული გადაცემის უზრუნველყოფა;
** ა (ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრის თანამშრომლების სამივლინებო დოკუმენტების შექმნა, რეგისტრაცია, შენახვა;
** ა (ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრის თანამშრომლების მივლინების დროს სასტუმროებისა და ბილეთების დაჯავშნა;
** საკურიერო კომპანიასთან მუდმივი კომუნიკაცია, საჭიროებისამებრ მძღოლი/კურიერების გამოძახება და გადამისამართება დანიშნულებისამებრ;
** კომპანიის დირექტორების სტუმრების დახვედრა და მიღება;
** დირექტორების შეხვედრების ორგანიზება, შეხვედრაზე განხილული საკითხების ჩანიშვნა და ოქმის სახით დირექტორებისთვის მიწოდება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დავალებული სხვადასხვა საქმიანობის შესრულება;
** კლიენტებთან მომსახურების პროცესში სრულად ჩართულობა.
მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები:
** გამართული, სწორი, ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** პრეზენტაბელურობა;
** მომხმარებელზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შეფერხებების მართვის უნარი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია უცხო ენის სრულყოფილი ცოდნა (ინგლისური, რუსული);
** კლიენტთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქალაქი თბილისი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:30-18:30);
** ეტაპობრივად მზარდი სახელფასო და საბონუსე სისტემა;
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით;
** სწავლების დაფინანსება: პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა;
დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ სასიამოვნო, მეგობრულ, თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთზე ზრუნვა კორპორატიული კულტურის მთავარი ღირებულებაა.
გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tpl.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოფის მენეჯერი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 28 აპრილი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, ა (ა)იპ "სავალდებულო დაზღვევის ცენტრი" ამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს (მათ შორის, სერტიფიკატებს, დიპლომებს) და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს), გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე, კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანდიდატსა და ა (ა)იპ "სავალდებულო დაზღვევის ცენტრს" შორის გრძელდება შრომითი ურთიერთობა.
ა (ა)იპ "სავალდებულო დაზღვევის ცენტრი" კანდიდატის შესახებ მონაცემებს არ გადასცემს/არ ხდის ხელმისაწვდომს მესამე პირებისათვის კანდიდატისათვის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის საფუძველზე.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ა (ა)იპ "სავალდებულო დაზღვევის ცენტრს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;აღნიშნული მიზნით, კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს ა (ა)იპ "სავალდებულო დაზღვევის ცენტრს" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგ ელ-ფოსტაზე: dpo@tpl.ge.
წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ ა (ა)იპ "სავალდებულო დაზღვევის ცენტრის" მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.