jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
გამოქვეყნდა: 29 მარტი / განცხადების ვადა: 28 აპრილი

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://www.ahtbilisi.com/

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ადგილობრივ და უცხოელ მომწოდებლებთან საჭირო პროდუქციის მოძიება და შესყიდვა;
** პროდუქციის მოწოდების ყველა პოტენციური არხის მიკვლევა, გამოკვლევა და ანალიზი;
** მომწოდებლებთან საჭირო დოკუმენტაციის მაღალი სიზუსტით გაფორმება;
** საქონლის ხარისხის, ფასის, მოწოდების სტაბილურობის და კომერციული პირობების შეთანხმება მომწოდებელთან;
** დაწუნებული პროდუქციის უკან დაბრუნების უზრუნველყოფა;
** შესყიდული საქონლის ხარისხის კონტროლი;
** პროდუქციის გასაყიდი ფასებისა და შესასყიდი ფასების მუდმივი მონიტორინგი და შედარება;
** ბაზარზე არსებული ყოველდღიური შესასყიდი ფასების აღრიცხვა და რეპორტინგი;
** ბაზარზე არსებული სიახლეების გაცნობა, შეფასება;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა და არქივირება;
** საქონლის და მომსახურების ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრასა და ბაზრის კვლევაში მონაწილეობა.
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების სფეროში (სასურველია ჰოსპიტალური სექტორის მიმართულებით);
** ინგლისური ენის B2 დონეზე და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ფლობა, Excel-ის კარგი ცოდნა აუცილებელია;

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
** მოქნილობა და ადაპტაციის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვროქმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" pdpo@ahtbilisi.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |