jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ქსელის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: OnePrice
გამოქვეყნდა: 29 მარტი / განცხადების ვადა: 28 აპრილი

მაღაზიათა ქსელი "OnePrice" არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც წარმოადგენს 20-ზე მეტ ფილიალს საქართველოს მასშტაბით. "OnePrice" მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ფართო ასორტიმენტსა და დაბალ ფასებს.

https://oneprice.ge/

"OnePrice" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ქსელის განვითარების მენეჯერი ფართების მოძიების მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

** საიჯარო ფართების ბაზრის შესწავლა, ინფორმაციის მოძიება და ბაზრის ანალიზი - მდებარეობის, -მოსახლეობის რაოდენობის განსაზღვრა, მომგებიანობის მიხედვით შეფასება.
** პოტენციურად მომგებიანი ლოკაციის შერჩევა და ლოკაციაზე სასურველი ფართის მოძიება კომპანიაში დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
** მოძიებულ ფართ (ებ)თან დაკავშირებით ხელმძღვანელის ინფორმირება და ფართ (ებ)ის შეფასება საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
** მეიჯარეებთან ურთიერთობა, მოლაპარაკების პროცესში აქტიური ჩართულობა.
** შერჩეული ფართისთვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და ქირავნობის ხელშეკრულებისთვის სათანადო ინფორმაციის შეგროვება.
** პოტენციური საჯარო ფართების ბაზის შექმნა, ახალი იდეებისა და სტრატეგიების შესახებ -ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** სასურველია ცოდნა უძრავი ქონების შეფასების ძირითადი კრიტერიუმების შესახებ;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

სხვა მოთხოვნები:

** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილის ფლობა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკების წარმოებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ყურადღება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზების, დაგეგმვისა და აღსრულების უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის აღება;

სამუშაო პირობები:

** სტაბილურ კომპანიაში მუშაობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კვირაში 40 საათიანი სამუშაო განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** მოკლე დროში დაწინაურებისა და წინსვლის შესაძლებლობა;

სამუშაო ადგილი: თბილისი;

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთან აკმაყოფილებთ განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@oneprice.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვანფრაიზ რითეილ გრუფ ჯორჯიას" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.

"OnePrice" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |