jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საინფორმაციო ოფიცერი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 29 მარტი / განცხადების ვადა: 6 აპრილი

მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საინფორმაციო ოფიცერი.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი
ფილიალი: ქუთაისი 1 ფილიალი (მისამართი)
ვაკანსიის რაოდენობა: 1
განაკვეთი: სრული

გინდა კარიერა წამყვან კომპანიაში დაიწყო?

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. "კრისტალი" უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

თუ ახლა დგამ კარიერულ ნაბიჯებს და არ გაქვს სამუშაო გამოცდილება გეძლევა შანსი, გახდე საუკეთესო გუნდის წევრი, რომელიც გთავაზობს კარიერული განვითარების დიდ შესაძლებლობებს!

ჩვენ ვეძებთ საინფორმაციო ოფიცერს, რომელიც იქნება კომპანიის ის წარმომადგენელი, ვისაც ჩვენი მომხმარებელი ფილიალში შესვლისას პირველი ხვდება.

ეს პოზიცია არის შენი კარიერული გზის დასაწყისი საბანკო სფეროში

რას გთავაზობთ?

** განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობას
** მეგობრულ და პროფესიულ გარემოს

რას მოიცავს შენი როლი?

** ფილიალში მოსული მომხმარებლების მიღება და საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** ბანკის სერვისების პირველადი კონსულტაცია და მომხმარებლების სწორად გადამისამართება

რას ველით შენგან?

** პოზიტიურობა და კომუნიკაბელურობა
** ემპათიურობა
** ორგანიზებულობა
** გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა

   
თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის მოთხოვნები თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ, შეავსოთ 2025 წლის 6 აპრილის ჩათვლით სააპლიკაციო ფორმა.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |