jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: ნავნე
გამოქვეყნდა: 29 მარტი / განცხადების ვადა: 28 აპრილი

"ნავნე" არის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი. კომპანია 17 წელია ოპერირებს ბაზარზე და ფლობს 23 მაღაზიას (1 აუთლეტ მოლს) მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები, ასევე NAVNE HOME - სადაც სახლისათვის ყველა საჭირო ნივთია წარმოდგენილი.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სანდრო ეული
გრაფიკი: 5 სამუშაო დღე (12:00-21:00); 2 დასვენების დღე (ძირითადად - ორშაბათი და სამშაბათი)
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების საშუალებას
** მეგობრულ გარემოს, სადაც თითოეული თანამშრომელი მნიშვნელოვანია
** სპეციალურ ფასდაკლებას ნავნეს პროდუქციაზე

ძირითადი მოვალეობები: კომპანიის ფილიალში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალობა
** დეტალებზე ორიენტირებულობაა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება..



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |