jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პროექტანტი ინჟინერი
მომწოდებელი: WeMEP
გამოქვეყნდა: 29 მარტი / განცხადების ვადა: 11 აპრილი

კომპანია "WeMEP" აცხადებს ვაკანსიას პროექტანტი ინჟინრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წყალმომარაგების, ხანძარქრობის, კანალიზაციისა და HVAC-ის სისტემების საპროექტო ნახაზის შედგენა, ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა და პროექტის მასალების უწყისის მომზადება
** არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზის გარჩევა
** საჭიროების შემთხვევაში, ობიექტის შესწავლა
** საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანა
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

პროფესიული უნარები/მოთხოვნები:

** აუცილებელია AutoCAD-ის და შესაბამისი საინჟინრო კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** აუცილებელია ადგილობრივი და საერთაშორისო ნორმების და სტანდარტების ცოდნა
** საურველია Revit-ის ცოდნა

სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია, აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის მართვის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი
** მიზანდასახული

დასაქმების პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 11:00-19:00

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე 11 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: team@wemep.ge

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |