"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.
"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".
კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ექოსკოპისტის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი (ვარკეთილის პოლიკლინიკა)
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სთ)/ნახევარი (20 სთ)
ძირითადი მოვალეობები:
** კლინიკის მიერ შემუშავებული პოლისებისა და პროტოკოლების შესრულება;
** ექოსკოპისტის ასისტირება კვლევის ჩატარების დროს;
** კვლევის ჩანაწერების ზუსტად და დროულად მომზადება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
ვაკანსიის მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება (განიხილებიან სტუდენტებიც);
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** პრიორიტეტულია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.
ჩვენთან შენ მიიღებ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის
** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
- 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
- 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა "ნიუ დენტში"
- ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით შესაბამის ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/eqoskopistis-asistenti/348
"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.